Foxcroft Academy

Foxcroft Academy

აშშ
პროგრამა
სკოლის განათლება
ღირებულება
$26,000

სკოლის შესახებ:


ფოქსკროფის აკადემია არის საშუალო სკოლა, რომელიც დაარსდა 1823 წელს. პრინციპით, რომ - ცოდნა ძალაა, სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს მოსწავლის სწორი განათლება, რათა მან მომავალში შექმნას წარმატებული კარიერა. აკადემიის დაარსება უკავშირდება მეინის შტატის შექმნას, სწორედ ფოქსკროფი იყო პირველი სკოლა აღნიშნულ შტატში.
მეოცე საუკუნის დასაწყისში აკადემია წამყვანი სკოლების სიაში იყო შეყვანილი, აღსანიშნავია ისიც რომ 1924 წელს ფოქსკროფი გახდა ერთ - ერთი სკოლა შტატებში, რომლის კურსდამთავებულები დიდი ბრიტანეთის კოლეჯებში გამოცდის გარეშე ირიცხებოდნენ.




სააპლიკაციო მოთხოვნები:


აკადემიაში მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ: სააპლიკაციო ესსე, მასწავლებლის რეკომენდაცია, ტესტირება ინგლისურ ენაში: Duolingo, SAT ან TOFL, ასევე სასურველია აპლიკანტმა გაიაროს პირისპირ/skype გასაუბრება.




სწავლის საფასური:


სწავლის საერთო გადასახადი გახლავთ - 26,000 აშშ დოლარი.




სტიპენდიის პროცენტულობა:


57%





ფაქტები:


  • სკოლა დაარსდა 1823
  • კამპუსის ზომა - 125 ჰექტარი
  • მაინის შტატი აღიარებულია, როგორც ყველაზე სუფთა გარემო მოსწავლეებისთვის.
  • აკადემია შედის მეინის შტატის ტოპ 10 სკოლაში.