Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი დიდ ბრიტანეთში

21 მაისს გიწვევთ ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში, სადაც SOLO talk-ის ფარგლებში Anglo-Georgia-ს წარმომადგენელი რუსა შათირიშვილი თქვენთან ერთად ისაუბრებს Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკზე დიდ ბრიტანეთში. შეხვედრაზე გაგაცნობთ 8-17 წლის მოზარდებისთვის შესაძლებლობას იცხოვრონ და ივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში დიდ ბრიტანეთში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა, მოინახულონ ინგლისის უმნიშვნელოვანესი სტადიონები და მიიღონ PSG-ს სერთიფიკატი. სპიკერი ასევე უპასუხებს თქვენს შეკითხვებს ბანაკის პირობებთან, რეგისტრაციის პროცესთან და მონაწილეობის დეტალებთან დაკავშირებით. შეხვედრას ჩაერთვება Paris Saint-Germain-ის აკადემიის დირქეტორი ალექს ჰარაპი. შეგახსენებთ, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს გეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებით აღნიშნულ პროგრამაზე. ღონისძიების დეტალები ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი თარიღი: 21 მაისი დრო: 19:00 სთ